უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
არქივი
პოლიტიკა


ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ? - გედევან ფოფხაძე
„ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მის თანაგუნდელ დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს ამბოხებულები უწოდა.
გედევან ფოფხაძის თქმით, მას და ასევე სხვა რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიას აპროტესტებენ, გუნდის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.
„ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო. ეს მე მგონია, რომ არასწორი პოზიციაა“, - აღნიშნა ფოფხაძემ.
დეპუტატი მმართველი გუნდიდან გარიცხვას არ ელოდება. მისი თქმით, ეს საკითხი აქტუალური არ არის.
„მე ველოდები სხვა რაღაცებს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ, ასეთ რაღაცებს ველოდები. გარიცხვა იქნება თუ არა, საერთოდ მგონია, რომ აქტუალური არ არის. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს“,- განაცხადა ფოფხაძემ.
საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00