უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
საზოგადოება


ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და გვჭირდება ერთმანეთის დახმარება - ილია მეორე სერჟ სარგსიანს
„ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და გვჭირდება ერთმანეთის დახმარება“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას განაცხადა.
პატრიარქი ასევე შეეხო აღსაყდრების 40 წლის იუბილეს და თავისი მოღვაწეობის პერიოდი უდაბნოში მოსესა და ებრაელების 40-წლიან მოგზაურობას შეადარა.
ილია მეორემ ასევე მოკითხვა გადასცა სომხეთის უწმინდეს კათოლიკოს გარეგინ მეორეს.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ხილვით. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და გვჭირდება ერთმანეთის დახმარება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დავძლევთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ პატრიარქობის იუბილე. ეს იყო ძალინ რთული 40 წელი. ეს ჩვენ გვაგონებს მოსესა და ებრაელი ხალხის 40-წლიან მოგზაურობას უდაბნოში. მინდა, მივესალმო მთელ დელეგაციას და მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობა იყოს ნორმალური. არსებობს გაუგებრობები, რომლებიც წარმოქმნის პრობლემებს. მინდა, გთხოვოთ, ჩემი საუკეთესო სურვილები გადასცეთ უწმინდეს კათოლიკოს გარეგინ მეორეს“, - უთხრა ილია მეორემ სომხეთის პრეზიდენტს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
25 იანვარი, 2021 , 10:45
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
25 იანვარი, 2021 , 10:45

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35