პოლიტიკა


ჩვენ საკრებულოში გვეკუთვნის ადგილი და ბოლომდე ვიბრძოლებთ - გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად გუშინ, საპროტესტო აქცია ისნის 49-ე საუბნო საარჩევნო ოლქთან გამართა.
,,ახალი საქართველოს“ ლიდერი, რომელიც არჩევნებზე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოდა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ვაშაძის განცხადებით, მათ გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავთ და მეტი ხმა მიიღეს არჩევნებში, ვიდრე ეს შედეგებში აისახა.
„არანაირი არგუმენტი არა აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას, რატომ დაგვაკლეს ხმები. უფრო მეტიც, მათი კომისიის წევრებმაც კი არ მოუწერეს ხელი ამ უკანონობაზე, რომელიც ჩაიდინეს გუშინ ღამით. ჩვენ 5 საათზე მოვედით საოლქო სხდომაზე, მაგრამ შიშის გამო გადადეს 6 საათისთვის. ჩვენი წარმომადგენლები დაესწრებიან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, სადაც ამ ყველაფერს დააფიქსირებენ და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას.
ჩვენ საკრებულოში გვეკუთვნის ადგილი და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ადგილი მივიღოთ აუცილებლად თბილისის საკრებულოში,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
საკვანძო სიტყვები:

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30