უკან

საზოგადოება

14 აგვისტო, 2017 08:58
font-size

ჩვენ სალახანების კი არა, ვაჟკაცების ქვეყანა უნდა ვიყოთ! – თაკო ჩარკვიანი

„დიახ, საქართველო ოკუპირებულია და თანაც ეს არახალია, უკვე მრავალი, მრავალი წელია, ჩვენი დამპყრობელი მეზობელი ასე გვექცევა,“ – წერს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

„ ეს იმ არა ჯანმრთელი ადამიანების გასაგონად, ვისაც რუსეთის იმპერია თურმე საქართველოს “გადამრჩენელად” მიაჩნიათ – კარგად წაიკითხეთ ერეკლეს წერილი ავსტრიისადმი, როგორ თხოვს მეფე დახმარებას და, როგორ სურს მას, რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორი გახდეს – და მიშასადმი სიძულვილი ნუ დაგვავიწყებს, რომ ოსეთამდე აფხაზეთის ომი იყო, მანამდე 9 აპრილი, 1956 წლის 9 მარტი, 1978 წელს ენას გვართმევდა, ავტოკეფალია გაგვიუქმა, გაგვიუქმა მეფის ინსტიტუტი და გუბერნიად გვაქცია ამ “ერთმორწმუნემ” (ეს მათთვის, ვინც მას “ერთმორწმუნე მეგობრად თვლის” – ჩვენი ფრესკების და ძეგლების გადაღებვა – განადგურება ნუ დაგავიწყდებათ) და ბოლოს – აამუშავეთ უკვე არსებული ოკუპაციის კანონი – მართლა ღირსება აყრილები, ხომ არ ვართ?

გამოხტება ახლა ვიღაც ტვინარეული, დაქირავებული „კაცაცო“ და მეტყვის, აბა, იმ დროში არ ცხოვრობდითო? და მამაშენი იმ დროში არ ცხოვრობდაო და ცუდად იყავითო? დიახ, იმ დროში ცხოვრობდა და იმ დროში დაწერა „რწმენის კედელი“ და იმ დროში ითხოვდა ტყვიას თავისუფლებისთვის!

ჰო, 1969 და 1972 წლებში ამბობდა: „ტყვია მიზანში მოსახვედრიაო!“ გარეთ რეჟიმი მძვინვარებდა!
და კიდევ: იმ დროს ბეჭდავდა ჟურნალ „ცისკარში“ „დათა თუთაშხიას“, რეზო ჯაფარიძისა და კაკო ბაქრაძის წერილებს; „თვალი პატიოსანს“ და ვინ მოსთვლის კიდევ… ყდაზე ტრაქტორიც ბევრჯერ დაუხატავთ თავთავებით იმიტომ, რომ ზუსტად ჟურნალ „ცისკრის“ იმ ნომერში ანტისაბჭოთა ბომბს ბეჭდავდა!

დიახ, იმ დროში ცხოვრობდა ჯანსუღი და მისი სამეგობრო – კაცები და ვაჟკაცები იყვნენ, ყველა არა, რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გამონაკლისი სალახანა, რომელიც სალახანად დარჩა.

ერთი ასეთი სალახანა პოეტი, როცა ქართულმა დელეგაციამ კრემლი დატოვა (გახსოვთ გახმაურებული სკანდალი, როცა ასტაფიევმა ავადმყოფი ერი გვიწოდა), ეს სალახანა დელეგაციას არ გამოჰყვა გარეთ, დარჩა დარბაზში; მაშინ უთხრა ჯანსუღმა ის გახმაურებული ხუმრობა–ფუნაგორია: „ბიჭო, შენ რამდენიმეჯერ გნახეს საგურამოში წიწამურთან, სულ ტყუილად დეეთრევი, „რაგატკას“ არ გესვრის არავინო“ და ცხადია, ახლაც „იმ დარბაზში“ ზის ის პოეტი, მათ ნარჩენებზე ნაკვები!

ჰოდა, ახლა სწყინთ, რომ სალახანებად დარჩნენ, მაგრამ რა ვქნათ, მათ სიმხდალეს ხომ არ გადავაყოლებთ ჩვენს ქვეყანას!

ჩვენ სალახანების კი არა და ვაჟკაცების ქვეყანა უნდა ვიყოთ!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი