უკან

კონფლიქტის ზონა

16 მარტი, 2019 10:45
font-size

ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ.

ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ხურავლეთის ბაღებში არ იმყოფებიან რუსი სამხედროები.

"გუშინდელი შეთანხმების მიხედვით, ამ ბაღებში შესვლა უნდა მომხდარიყო დილით, 7 დან 9 საათამდე შუალედში. ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენი შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და მოგვთხოვეს შესვლის დრო გადაგვეწია შუადღის 12 საათზე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან და ველოდებით 12 საათს.

ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები", - აცხადებს ქაცარავა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

23 მარტი, 2019 , 13:02

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გაეროს ადამიანის უ

გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ხელისუფლებას - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 15:15

რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობ

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს

15 მარტი, 2019 , 17:52

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო

სოფელ ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

15 მარტი, 2019 , 17:05

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მონიტორები ამჟამად იმყოფებიან დიდ ხურვალეთთან და აგრძელებენ მონიტორინგს. „ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთ

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - სუს-ი

15 მარტი, 2019 , 15:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებია. „ა

რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე - დავით ქაცარავა ხურვალეთში არსებულ ვითარებაზე

15 მარტი, 2019 , 15:25

სოფელ ხურვალეთის განაპირას, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. სოფელ ხურვალეთთან პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები. ისინი ხურვალეთ