უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2017 15:20
font-size

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ნარკოტიკებით ორი ექსპერიმენტი საკუთარ თავზე - ზვიად ავალიანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი "რეაქციის" ეთერს სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება:

,,მინდა გამოვეხმაურო „რეაქციის“ გუშინდელ ეთერს, სადაც სტუდიაში შეკრებილი საზოგადოების აგრესიის გამო არ მომეცა საშუალება დამესრულებინა აზრი და მეთქვა ის, რაც აუცილებლად უნდა ითქვას!

ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება!

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ნარკოტიკებით ორი ექსპერიმენტი საკუთარ თავზე: ერთი 90-იან წლებში და მეორე 2000-იანებში - მაშინ, როცა მარიხუანას მოწევისთვის ადამიანებს რამდენიმე წლით ციხეში ვსვამდით.

ახლა საზოგადოების ერთ ნაწილს აღარ აკმაყოფილებს კანონპროექტი, რომლითაც მკვიდრდება უფრო ჰუმანური ნარკოპოლიტიკა და ითხოვს ჩავატაროთ მესამე ექსპერიმენტიც საკუთარ თავზე - ანუ დავუშვათ ნარკოტიკების სრული ლეგალიზაცია.

აბსოლუტურად არაადეკვატურია ყოველგვარი აპელირება ევროპაზე რადგან (ჯერ ერთი) იმას, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ ევროპასთან საერთო არაფერი აქვს და ამას გარდა, ევროპაში ნარკოტიკი არის არა უპერსპექტივო რეალობიდან გაქცევის საშუალება, არამედ განტვირთვის არჩევანი.

საერთოდაც - სასაცილოა, როცა ევროპულ ნარკოპოლიტიკაზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტის სახანძრო ან შრომის უსაფრთხოების ნორმები.

გამოდის, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვაში ევროპას არ უნდა მივბაძოთ, მაგრამ ნარკოპოლიტიკაში შეიძლება მივბაძოთ და არა მარტო მივბაძოთ, არამედ წინაც გავუსწროთ?

ეს ხომ ორმაგი სტანდარტია?

არა! ეს ორმაგ სტანდარტზე უარესიც არის... დღეს ეს ადამიანები პირად მტრად აღიქვამენ ყველას, ვინც ბედავს მათგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას და ვინც ეწინააღმდეგება უკვე სრული ლეგალიზაციის იდეას.

დღეს ეს ადამიანები მიმართავენ ისეთ უღირს მეთოდებსაც კი, როგორიცაა პიროვნული შეურაცხყოფა და დამცირება. მაგალითად - ისინი უარს აცხადებენ მოისმინონ „ჩვეულებრივი მოქალაქის“ აზრი, თითქოს თავად „არაჩვეულებრივი მოქალაქეები“ იყვნენ.

სინამდვილეში კი ეს „არაჩვეულებრივი მოქალაქეების“ კრებული სხვა არაფერია, თუ არა „პოლიტიკოსები“, რომლებსაც ხმას არასდროს არავინ აძლევს, „პოეტები“, რომელთა ლექსებიც არასდროს არავის წაუკითხავს და ა.შ.

ეს არის ქართული ე.წ. „სატელევიზიო ბომონდი“, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის „ბომონდი“, რომ მათ ყოველ დღე ტელევიზორში ვხედავთ.

ამასთანავე, ეს ადამიანები როგორც წესი „ტელე-ცნობადობას“ იძენენ არა რამე ღირებულის შექმნით, არამედ სკანდალური და ეპატაჟური განცხადებებით...

ეს არის ამ ქვენის ტრაგედია...

და კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა ეს ადამიანები მიმართავენ „ნამუსზე შეგდების“ პრაქტიკას და გვეუბნებიან რომ არიან ცოდო...

ბატონებო და ქალბატონებო!

ამ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ და გაბოროტებული მოზარდები ერთმანეთს დანით კლავენ...

არ გეჩვენებათ, რომ ამ დროს საზოგადოებისთვის ცოტა გამაღიზიანებელია გაუთავებელი მოთქმა გაჭირვებაზე, რომელშიც ადამიანი ნარკოტიკების მოხმარების (ან სულაც რეალიზაციის) გამო აღმოჩნდა?

მეც მაქვს პრობლემები... გგონიათ არა? მაგრამ მე ვერ ვბედავ ვილაპარაკო ჩემს პირად პრობლემებზე ამ ქვეყანაში, რადგან ვიცი, რომ ჩემს თანამოქალაქეებს გაცილებით უფრო უჭირთ და ეს გაჭირვება აკრძალული სიამოვნებით კი არ არის გამოწვეული, არამედ ჩვენი სოციალური სიდუხჭირით გამო ფაქტობრივად გარდაუვალია...

გაჭირვება, რომელიც შეგიძლია თავიდან აირიდო რაღაც კონკრეტულ სიამოვნებაზე უარის თქმით, არ არის ისეთი გაჭირვება, რომელიც დღეს ნომერი პირველი თემა უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში...

ამ თემით ქუჩების, მოედნების და ეთერის დაკავებით თქვენ ეთერს ართმევთ ადამიანებს, რომლებსაც არჩევანიც კი არ აქვთ - რომლებიც უბრალოდ განწირულები არიან გაჭირვებისთვის...

ეს უბრალოდ ცინიზმია...

და კიდევ უფრო დიდი ცინიზმია კანონისა და დანაშაულის თქვენეული ინტერპრეტაცია.

თქვენ ამბობთ, რომ დანაშაული არ არის დანაშაული, თუ კანონი ზედმეტად მკაცრია.

არადა რეალურად შეუძლებელია მოვიფიქროთ კანონი რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ კანონმორჩილება ნიშნავს მორჩილებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე კანონი არ მოგვწონს.

კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია - ამბობდნენ რომში...

და კიდევ იმას ამბობდნენ, რომ ქვეყანაც რომ დაიქცეს, კანონი უნდა აღსრულდეს!

მეც არ მომწონს ყველა კანონი, მაგრამ არ ვარღვევ მათ ვიდრე ისინი მოქმედებენ...

ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს კანონი აქვს რამდენიმე არჩევანი - მას შეუძლია შეეგუოს და დაემორჩილოს არსებულ კანონს, მას შეუძლია წავიდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს კანონი არ მოქმედებს და ბოლოს - მას შეუძლია იბრძოლოს საზოგადოების დარწმუნებისთვის და კანონის შეცვლისთვის, თუმცა შეცვლამდე მაინც უნდა დაემორჩილოს მოქმედ კანონს.

ასეთია ცივილიზებულ საზოგადოებაში მიღებული პრაქტიკა.

მაგრამ როგორც ვატყობ, ჩვენთან ჯერ კიდევ „ხელების გადაგრეხვის“ მეთოდებით „მტკიცდება“ სიმართლე და ამას ძალიან ხშირად სწორედ ისინი აკეთებენ, ვინც საკუთარ თავს მსხვეპრლად წარმოაჩენს.“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს