უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2018 10:50
font-size

ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საქართველოს ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ენმ-ს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამსტერდამიდან მიმართა და მოუწოდა, რომ მიზნად დაისახოს ხელისუფლებაში დაბრუნება.

სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ პრაიმერის გზით საერთო კანდიდატი უნდა შეარჩიოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მისი მტკიცებით, ივანიშვილი ხალხს ეზიზღება და ის ასეთი სუსტი არასდროს არ ყოფილა, რითიც უნდა ისარგებლოს ოპოზიციამ.

„ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ რა განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა - ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა და უპასუხისმგებლოდ გაიფლანგა; ჩვენი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და იქ დაბრუნდა კორუფცია; კრიმინალი ისევ მძლავრობს; უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ასეთი უიმედობა არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი. ამ ყველაფრის ფონზე, ასობით ათასმა ყველაზე შრომისუნარიანმა ჩვენმა თანამემამულემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან თვალი უჭირავს წასვლაზე. რეალურად საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამ პირობებში ივანიშვილმა პრაქტიკულად კასტინგი გამოაცხადა მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს, ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთის და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაც საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად! ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? - ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამის ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო. ეს სრულიად რეალისტური ამოცანაა. ივანიშვილი არ ყოფილა ასეთი სუსტი ბოლო წლებში. ხალხს ის ბოლომდე სძულს, ყველა ყველაფერს მიხვდა. ყველას აეხილა თვალები და დაინახა განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც ამათ მოშალეს და გაანადგურეს. რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ჭაობიდან ქვეყნის ხელახლა ამოყვანა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის - პრაიმერიზის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია - აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილების გათვალისწინებითა და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის ახალგაზრდობის მასობრივად მოზიდვით. ჩვენ უნდა დავინახოთ და დავანახპოთ ყველას მომავლის პერსპექტივა და ეს აუცილებლად გამოგვივა. ჩვენი ძალა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, არ გაიყიდა და არ განადგურდა (რაც ივანიშვილის და მისი ჩრდილოელი პატრონების სანუკვარი ოცნება იყო) და გადარჩა. ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ ქართველი ხალხისა და საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია. ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა. მე ბოლომდე ვარ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში და მინდა, რომ თქვენც წამომყვეთ ამ ბრძოლაში. საქართველოს აქვს ძალიან მაგარი მომავალი, ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია და ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად გარდაუვალია“, - თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი