უკან

საზოგადოება

4 აპრილი, 2020 16:00
font-size

ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, რადგან მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის მედპერსონალს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი.

„მადლობა ჩემს კოლეგებს, მთლიანად საქართველოს მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, დაბალ სამედიცინო პერსონალ, ვისაც ხანდახან სანიტრებს ეძახით, ანუ უნცროსი სამედიცინო პერსონალი. ისინი ყველა ძალიან თავდადებული ადამიანები არიან, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიებს, ყველას, ვინც ამ ბრძოლაში არის ჩართული“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბპბს, რომ სამედიცინო პერსონალი დღეს მომატებული რისკის ქვეშ იმყოფება. გამყრელიძის თქმით, თავადაც სწორედ იმიტომ იკავებს თავს ბრიფინგების ხშირად გამართვისგან, რომ ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან უწევს შეხება.

„დიახ, ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, რადგან მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება. ბევრი ამბობს, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში, მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, არ მახასიათებს ეს. მე არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, რომ ყოველდღიურად მე შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან.

ამიტომ რაც შეიძლება იგივე ეს ბრიფინგები იყოს ვირტუალური. დიახ, ეს ხალხი გმირები არიან. დიახ, იცით რიცხვები, რა პროცენტით დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი ჩინეთში. სამწუხაროდ, უკვე გუშინ 60 შემთხვევა იყო ექიმების გარდაცვალებისა იტალიაში, ანუ ეს მომატებული რისკი არსებობს. საქართველოში დღეს გვყავს ორი ადამიანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაინფიცირდა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, უნდა გამკაცრდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ. პირველი ესაა, ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში, უნდა გამკაცრდეს ისე, როგორც არასდროს, რომ ჩვენ მინიმუმადე დავიყვანოთ შიდა გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციისა. ეს იცის თითოეულმა ჩემმა კოლეგამ და მათ ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დაიცვან, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირება, ჯერ ერთი დაავადების შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით და შემდეგ ჩვენ არ ვართ განებივრებული ბევრი ძალიან მაღალპროფესიონალი ადამიანებით, ვინც ამ დროს საჭიროა და მათი ჩანაცვლება რთულია. საბედნიეროდ, ამ ორ ადამიანს რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ, მალე გამოჯანმრთელდებიან“ , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი