უკან

კომენტარი

12 თებერვალი, 2018 14:50
font-size

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ბიზნესს მისცა თავისუფლება - დიმიტრი ქუმსიშვილი

„ბადაგონთან“ დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს - პირველ რიგში, ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს „ბადაგონთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება - რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ამაზე მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს - ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. ხოლო რაც ეხება უკვე თვითონ დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული - გიორგი გახარია ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე

17 დეკემბერი, 2018 , 10:45

როგორც თითოეული სამოქალაქო პირის, ასევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული,- განუცხადა ჟურნალისტებს შს მინის

საოცრად ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ესე მენდობოდა - გიორგი აბაშიშვილი

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო. ამის შესახებ აბაშიშვილი ფეისბუქზე წერს. ,, ერთი ასეთ

რომ ვთქვა, რომ ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი არიან სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული, ვცდები?- ნიკა მელია გადაცემა `რეაქცია` (ვიდეო)

14 დეკემბერი, 2018 , 14:27

რომ ვთქვა, რომ ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი არიან სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული, ვცდები? - ნიკა მელია გადაცემა "რეაქციაში"