უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2020 16:55
font-size

ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად იგებს, თუმცა ყველანი უნდა „გავიდნენ ველზე, რადგან არც ერთი წუთი აღარაა დასაკარგი".

შესაბამისი ვიდეომიმართვა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„31 ოქტომბერს არ გვაქვს ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევნები იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე, 31 ოქტომბერს გადაწყდება, საქართველო გაქრება რუკიდან, ქართული სახელმწიფოს იდეა მოკვდება, თუ ქართველი ხალხი გამარჯვებას მოიპოვებს. ამიტომ, მინდა მოგმართოთ „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე, რადგან მათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული, კიდევ ბევრი რამ აქვთ ჩაფიქრებული და ამის კეთების საშუალება რომ არ მივცეთ, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხთან მივიდეთ, ყველას დაველაპარაკოთ, მარტო „ფეისბუქზე“ წერა საკმარისი არ არის, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. პირადი კონტაქტით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა.

მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი. მოდით ვიმუშავოთ. არ არსებობს არც ერთი ზედმეტი ადამიანი. ახლა არცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყოველი წუთი არის ძვირფასი. მე თვითონ ვითვლი ახლა ყოველ წუთს. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ და გამარჯვება იქნება, თუ ყველანი ჩვენს ინდივიდუალურ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ