უახლესი ამბები
- 25.02.2021 21:54კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
- 25.02.2021 21:21ნატო ჩხეიძე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში
- 25.02.2021 20:23პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
- 25.02.2021 20:02ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
არქივი
მსოფლიო


ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა - ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაური მსოფლიო პატრიარქს აკრიტიკებს
ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის „მეთაურმა“ ბესარიონ აპლიამ მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გააკრიტიკა და უგუნური და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებული უწოდა. ამის შესახებ აპლიამ „რია ნოვოსტის“ უთხრა.
„მართლადიდებელი ეკლესია ერთია და წესები, რომლებიც მართლმადიდებელ სამყაროში არსებობს, ყველასთვისაა განკუთვნილი. ვინც ისინი ანათემას გადასცა, მათვე უნდა გადაწყვიტონ, აპატიონ თუ არა. პატიებისთვის კი საჭიროა მონანიება. სინანულის წერილი არ არის. როგორ შეეძლო მათთვის ანათემის მოხსნა ბართლომეოსს, რომელსაც მათთან არავითარი კავშირი არ აქვს? სწორედ ეს არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა. სახეზეა კანონიკური ნორმებისა და სამოციქულო დადგენილებების დარღვევა. კონსტანტინოპოლმა საკუთარ თავზე აიღო ასეთი უგუნური მიდგომა მართლმადიდებლური საკითხის გადასაწყვეტად“, - აღნიშნა ბესარიონ აპლიამ.
მისივე თქმით, თუკი საეკლესიო ვითარებაში რამე საკითხი წამოიჭრება, ეს კანონიკურმა ადამიანებმა უნდა გადაჭრან, რომლებიც უკრაინის ეკლესიაში არიან.
„რუსეთი ხომ არ ართმევს უკრაინას ავტონომიას?! ამ კონფქლიქტში აფხაზეთი მოსკოვსა და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები. ჩვენ არ შეგვიძლია განათლება ქართულ ენაზე. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა“, - განაცხადა აპლიამ.
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3169 ლარი გახდა
23 თებერვალი, 2021 , 17:30

ისრაელში შესვლა-გასვლა 20 თებერვლამდე აიკრძალა
5 თებერვალი, 2021 , 21:46

თუკი კოვიდ-19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ - ენტონი ფაუჩი
5 თებერვალი, 2021 , 13:09

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა
4 თებერვალი, 2021 , 11:30
„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა
3 თებერვალი, 2021 , 12:31

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს
3 თებერვალი, 2021 , 11:18