უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2018 12:40
font-size

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან - თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, რომ ინტერვიუ საინტერესო გამოვიდა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ჩვენ ეს დავა მიგვყავს ჩვენი მხრივ. მხარეები ვართ, იუსტიციის სამინისტრო და „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში წარმოვადგენთ ამ დავაში სახელმწიფოს, მთავრობას და ძალიან მალე ალბათ ვიხილავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის გამოქვეყნებამდეც, მე, როგორც მხარე, ამ დავაში, ყველანაირ კომენტარისგან თავს შევიკავებდი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ივანიშვილმა სამი წამყვანი არხის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ერთ წელიწადში ის მოახერხებს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველამ თავისი ადგილი დაიკავოს, მათ შორის რუსთავი 2-მაც.

„მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ, და მე მოვახერხებ, რომ ის ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ. მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. თითქოს სახელმწიფო სახელმწიფოს ფუნქციას ვეღარ ასრულებს ვისაც არ უნდა ყველანი ქუჩაში გამოდიან. ბიზნესი, რომელიც არ უხდის ბიუჯეტს ფულს, გარბის "რუსთავი 2"-ზე და იქიდან გვემუქრება. დღეს ისეთი გრძნობა და შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს დრეს ოქუაშვილი, რომელიც ფულს არ უხდის სახელმწიფო ბიუჯეტს...“, -თქვა ივანიშვილმა.

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

13 მარტი, 2026 , 08:52

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.   ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმ

„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მარტი, 2026 , 15:53

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად:ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელ

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე

12 მარტი, 2026 , 15:28

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ

მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

10 მარტი, 2026 , 12:49

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. &bdqu

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

10 მარტი, 2026 , 11:55

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევი

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

10 მარტი, 2026 , 11:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი