უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2025 16:42
font-size

ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა - პაველ ჰერჩინსკი

დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა.

დიპლომატის თქმით, "მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი."

მისი განმარტებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, მისი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის არის, უთხრას ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირს და რომელი - არა.

ელჩის განცხადებითვე, ევროკავშირი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ კურსი შეეცვალა.

“სპეკულაციები არ მინდა, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ეს ანგარიში გაზიარებული იქნება წევრი ქვეყნებისთვისაც. საბოლოოდ, ისინი განიხილავენ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, ჩემი როლია, როგორც ევროკავშირის ელჩის, რომ ვუთხრა ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირიას და რომელი - არა. 2024 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, არ მიეღოთ უცხოური აგენტების კანონი, რადგან ეს გამოიწვევდა შედეგებს. კანონის მიღების შემდეგ კი ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა. მიხარია და ვფიქრობ, რომ კარგია თუ ზოგიერთმა პარლამენტარმა საბოლოოდ აღმოაჩინა 2024 წლის ივნისს ის ევროპული საბჭოს დასკვნა. რაც მაღელვებს ისაა, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ რაც გააკეთეს, ამას შედეგები მოჰყვება. ეს დასკვნა იყო პირველი გამოღვიძების ზარი, საბოლოო გამოღვიძების ზარი კი ბოლო გაფართოების ანგარიშია, რომელიც მართლაც გამანადგურებელია,” - თქვა ჰერჩინსკიმ.

საკვანძო სიტყვები:

დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია - ფინანსთა მინისტრი

12 ნოემბერი, 2025 , 20:57

დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლ

სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

12 ნოემბერი, 2025 , 16:36

სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სექტემბერში მმართველ პარტიას 124 შემომწირველი

ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს - ირაკლი ფავლენიშვილი

12 ნოემბერი, 2025 , 15:40

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდისტული საშუალებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ივანიშვილის გუნ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია - ირაკლი კობახიძე

12 ნოემბერი, 2025 , 15:11

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა  დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია, -&nbs

დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში - მიხეილ ყაველაშვილი

12 ნოემბერი, 2025 , 14:43

„დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს  ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევა

2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით - ფინანსთა მინისტრი

12 ნოემბერი, 2025 , 13:40

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით. ა