უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2019 14:20
font-size

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია

ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აბსოლუტური ფიქციაა საუბარი, ვინმე იქნება თუ არა დაცული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გვაქვს თუ არა წარმატება, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის მერვე წელს ისევ დგას საკითხი, წარსულში დავბრუნდებით, თუ უკეთეს მომავალს ვთავაზობთ ხალხს. დღეს პარლამენტში სწორედ ამ განცხადების გასაკეთებლად მოვედი. ეს კვირა იქნება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მთელი 2019 წლის განმავლობაში და ამაზე უფრო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ამ პარლამენტს ნამდვილად არ ექნება მისაღები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე აბსოლუტურად პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატია და თითოეული მოქალაქის თავისუფლების ხარისხი.

„ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა.საპროტესტო აქციის დროს ვიქნები კომიტეტის სხდომაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი იქ არის, სადაც კენჭისყრა იქნება. მოქალაქეები პარლამენტთან უნდა მოვიდნენ და იქ იდგნენ 10:00 საათიდან, რათა პარლამენტს ესმოდეს, მისი მანდატის უკან მდგომი ადამიანები აპროტესტებენ ამ 20-კაციან სიას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი