უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2017 15:45
font-size

ჩვენი ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს - ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მისი უწყების ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს.

როგორც ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებს “ექსპო-ჯორჯიაში” პროფესიული განათლების ფესტივალის გახსნაზე განუხადა, პროფესიული განათლება ქვეყნის განათლების რეფორმის მთავარი კომპონენტია, რადგან ის არის დასაქმებისკენ და თვითრეალიზაციისკენ უმოკლესი გზა.

მინისტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს პროფესიულ განათლებას.

“გასულ წელს პროფესიულ სასწავლებლებში 10 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა. წელს უფრო მეტს ველოდებით. მიღება 8 აპრილამდეა. დღევანდელი ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ, ნახონ რა დონეზეა პროფესიული კოლეჯები, როგორი პროგრამებია და რა ადვილია ისეთი პროფესიის შეძენა, რომელიც დასაქმების გარანტია იქნება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რიცხვი. წელს განათლების სამინისტრო ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 12 ათასიდან 15 ათასამდე გაიზრდება.

“ჩვენი ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს, როდესაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში საუბარია 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, ამ 250 ათასიდან უმრავლესობა სწორედ პროფესიული სამუშაო ადგილები იქნება. ჩვენ ვაშენებთ გზებს, აეროპორტებს, რკინიგზას, ვაკეთებთ ინფრასტრუქტურას, ტურიზმს და ცხადია, გვჭირდება სპეციალისტები”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

პროფესიული განათლების ფესტივალის გახსნას განათლების მინისტრთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ასევე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და საქართველოს პაარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებიან.

ფესტივალში რამდენიმე ათეული პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს.

ნინო ექვთიმიშვილი

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს მოათავსეს

22 თებერვალი, 2020 , 22:33

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ. „

არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი, 2020 , 18:52

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც

ვის შესახვედრად გაემგზავრა მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში

22 თებერვალი, 2020 , 17:15

გუშინ საღამოს მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაუდასტურა. კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,

სიგარეტი 15 ლარამდე გაძვირდება - „უნდათ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში?”

22 თებერვალი, 2020 , 17:15

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას ემსახურება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ სიგარეტი საქართველოში 15 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა - სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი, 2020 , 16:50

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორწლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ორი წლ

ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა - ამირან გამყრელიძე

22 თებერვალი, 2020 , 16:50

კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`