უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 ოქტომბერი, 2020 12:30
font-size

ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით - ნათია თურნავა

„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით, ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ახალი მეფრინველეობის კომპლექსის - „სართიჭალა-3“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მეფრინველეობის კომპლექსი კომპანია „ჩირინას“ ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა.

გახსნის ღონისძიებას ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა მეფრინველეობის კომპლექსი, გაიხსნა ახალი სიმძლავრეები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით, ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია ამ კომპანიასაც და ზოგადად, საქართველოში მეფრინველეობის დარგს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუდგებით გვერდში ასეთი ტიპის წარმოებებს, რათა ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით მოვამარაგოთ ჩვენი მომხმარებელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, პანდემია ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევაა, მაგრამ მან ასევე ქვეყნებს ბევრი რამ ახლებურად დაანახა.

„მათ შორის დაგვანახა ის, რომ ძალიან კარგია გლობალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ, ამავდროულად, ქვეყნებმა უნდა ვიზრუნოთ საკუთარი პროდუქციით უზრუნველყოფაზე, რადგან ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეს, განსაკუთრებით, როცა საქმე პირველადი მოხმარების საქონელს, საკვებ პროდუქტებს შეეხება. სწორედ ასეთი წარმოებები შეიტანენ თავის მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ბაზრის, ჩვენი მოსახლეობის საკუთარი წარმოების საუკეთესო ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„სართიჭალა-3“-ის მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარია. კომპლექსში 50 ადამიანი დასაქმდება.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ