უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 იანვარი, 2019 15:37
font-size

ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, ვინ, რატომ და რა დამსახურების გამო ინიშნება სასამართლო სისტემაში - ბაქრაძე

ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გაიზარდოს პარლამენტში მთელი პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება ამქვეყანაში მათი ბედის გადამწყვეტი სასამართლო ხელისუფლებაში - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ანა დოლიძესთან და ნაზი ჯანეზაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ დამატებით წინადადებებზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს სასამართლოში დღეს მოქმედი არაფორმალური გავლენები, როგორ არ უნდა იყოს გამოყენებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ექსკლუზივი ე.წ. კლანის გავლენის გასაძლიერებლად და არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გაიზარდოს პარლამენტში მთელი პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება ამ ქვეყანაში მათი ბედის გადამწყვეტი სასამართლო ხელისუფლებაში. ამ კონკრეტულ წინადადებებზე ვიმსჯელეთ და პრაქტიკულად, შევჯერდით.

ახლო მომავალში უკვე გვექნება უმცირესობის ღია სხდომა, სადაც ოფიციალურად შედგება შეხვედრა უმცირესობის წევრებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. მანამდე ჩვენ ვიმუშავებთ ამ პრინციპის კონკრეტულ წინადადებებად ჩამოყალიბებაზე და საზოგადოებას ამ სხდომაზე გავაცნობთ და პარლამენტში ოფიციალურად დავარეგისტრირებთ იმ ინციატივას, რომელიც ამ პრინციპებიდან გამომდინარე იქნება.

ჩვენი ამოცანა არის საერთო, ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, ვინ, რატომ და რა დამსახურების გამო ინიშნება სასამართლო სისტემაში და ამ სისტემაში მომუშავე თითოეულ, პატიოსან მოსამართლეს საშუალება ჰქონდეს „კლანის" გარეშე დაწინაურდეს", -განაცხადა ბაქრაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი