უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2020 14:40
font-size

ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა - გიორგი გახარია

დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში.

„დღეს გვაქვს ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინ წინ 9, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ესაა გლობალური პანდემია. ვერც ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს ვირუსს. ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო ორი დღის განმავლობაში გაჩნდა ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი, ერთი თბილისში და ერთი - მარნეულში, სოფელ მარეთში. ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა და მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაშინ როცა ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც მარტივია და შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

16 ივლისი, 2020 , 19:05

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარ

პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა - დასაქმების სააგენტო

16 ივლისი, 2020 , 18:38

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 52

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა

16 ივლისი, 2020 , 18:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

16 ივლისი, 2020 , 17:02

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლო

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე