საზოგადოება


ჩვენი ბრძენი უწმინდესი ნარკოტიკების მომხმარებელთა აფეთქების მხარდამჭერი ვერასდროს იქნება - დიმიტრი ხუნდაძე
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.
ხუნდაძის თქმით, ის ილია მეორის პოზიციას იზიარებს.
„ამ შემთხვევაში, ერთ ანდაზას გამოვიყენებდი, „მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო“...
პატრიარქმა ბრძანა, რომ აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ასევე საუბრობს სარეაბილიტაციო ცენტრების საჭიროებაზე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე, დემოგრაფიულ კატასრტროფასა და სხვა ღონისძიებაზე და მოგვიწოდებს სწორი, კომპლექსური მიდგომისკენ, განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედელებისკენ.
ეს არის სწორი ფორმულირება. პატრიარქი, ბუნებრივია, არ შევიდოდა კანონპროექტის განხილვაში, მაგრამ ასევე ცხადია, რომ უწმინდესი მხარს არ დაუჭერს იმგვარი რეგულაციების შემოღებას, რომლითაც ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ, პირიქით, გაიზრდება. ჩვენ ვეთანხმებით, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აშენდეს, დაზუსტდეს საჯარიმო სანქციები, რომ ის უნდა აღწევდეს კონკრეტულ მიზანს. სრულიად ვეთანხმები უწმინდესს და არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, თუმცა, არ უნდა შევუწყოთ ხელი მოხმარების გავრცელებას, რის საშუალებას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ნამდვილად იძლევა. რისკები საკმაოდ მაღალია.
პატრიარქი მხარს არასდროს დაუჭერს კანონპროექტში არსებულ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ნარკოტიკის, თუნდაც მძიმე ნარკოტიკის მცირე დოზით შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნა- საზღვარზე უკანონო შემოტანა ექვემდებარებოდეს 100 ლარამდე ჯარიმას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი). თუნდაც იმას, რომ ადამიანებმა 1 აბი სუბოტექსით იარონ და არავითარი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, არადა, 1 აბი სუბოტექსის ინექციური მოხმარება 8-10 მომხმარებლის ნარკოტიკულ თრობას იწვევს. არასრულწლოვნებთან ერთად, მათი თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი კი მხოლოდ 200 ლარამდე ჯარიმას ექვემდებარებოდეს. ამდაგვარი კანონპროექტი აუცილებლად გამოიწვევს მოხმარების აფეთქებას.
მე პატრიარქის ეპისტოლე ზუსტად ისე გავიგე, როგორც ეს პატრიარქმა ბრძანა და ჩვენი ბრძენი უწმინდესი ერის განადგურებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა აფეთქების მხარდამჭერი ვერასდროს იქნება“, - წერია ხუნდაძის განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00
ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“
23 იანვარი, 2021 , 14:49

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:43

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
23 იანვარი, 2021 , 13:00