უკან

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2017 16:55
font-size

ჩვენი დედაქალაქი იქნება ყოველთვის იმ ქალაქებს შორის, რომელიც არის საუკეთესო - კახა კალაძე

მე მართლა მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული მსოფლიო ქალაქებს შორის, ამიტომ ნამდვილად მიუღებელია ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებისგან, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღნიშნულით საახალწლო განათებებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას და ყოფილი მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

მისივე განმარტებით, იტალიურმა კომპანიამ გასულ წელს საახალწლოდ ლონდონი მორთო და აღიარებაც დაიმსახურა, შესაბამისად, კალაძის განცხადებით, მასაც აქვს პრეტენზია, რომ თბილისი იყოს საუკეთესოდ მორთული.

"მე უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან, ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 000 ევროს ხელშეკრულება, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათა შორის, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი წინასაახალწლოდ და მან მიიღო აღიარება, რომ საუკეთესოდ მორთული იყო ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და ყველაზე ლამაზი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მომდევნო წლებში უფრო მეტი იქნება გაკეთებული, რომ საახალწლო განათებები უფრო ლამაზი იყოს.

"ჩვენი დედაქალაქი იქნება ყოველთვის იმ ქალაქებს შორის, რომელიც არის საუკეთესო. ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ როგორც შეეფერება დედაქალაქს და აქ მაცხოვრებელ ადამიანებს და ზოგადად, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას გავუკეთებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია.

მისი თქმით, კომპანია, რომელიც თბილისის მერიამ შეარჩია, არის იტალიური და მას ანგარიშები იტალიაში აქვს. ხაბეიშვილის განმარტებით, საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და ეს არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ოდესმე დახარჯულა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი