უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 თებერვალი, 2020 13:10
font-size

ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია

ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

„აქ დაბალანსებული ურთიერთობის, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის, სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს ასეთი მასშტაბური და გლობალური სათაური გვაქვს ჩვენი კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“, ეკონომიკურ ჭრილში ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს ეკონომიკურად, როგორც ძლიერ პლატფორმას, რომელიც ემსახურება დიდი ეკონომიკების სერვისებით მომარაგებას“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის საშუალებას იძლევა ღია რეჟიმში, ყველა წარმომადგენელს, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განიხილონ, პირველ რიგში, ქართული ეკონომიკის გამოწვევები და შესაბამისად, მიღწევებიც.

პრემიერმა ისაუბრა გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ხელშეკრულებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ყველა მეზობელთან.

„საქართველო მიზანმიმართულად ახორციელებს მთელი რიგი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ხელშეკრულებების გაფორმებას. საქართველო გახლავთ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ ისრაელთან, ასევე ინდოეთთან და ჩვენ გვექნება ძალზედ ძლიერი პორტფელი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა.

რატომ - ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი, დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვქმნით ჩვენ ძლიერ პაკეტს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისის სფეროში.
„გარდა ამისა, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ტრანზიტთან, ლოგისტიკასთან არის პრიორიტეტი ჩვენი ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა პირველ რიგში აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნესგარემო, განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისის სფეროში. სერვისები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

სწორედ ამიტომ, მსგავს კონფერენციებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ბიზნესმა, საექსპერტო საზოგადოებამ, მთავრობამ, სწორად ვიპოვოთ ქვეყნის როლი გლობალურ კონტექსტსა და რეგიონულ კონტექსტში.

მივესალმები ამ კონფერენციას, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, მივესალმები ბატონ ლეშეკ ბალცეროვიჩს და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს თითოეული მეგობრის მონაწილეობა მსგავს განხილვებსა და დისკუსიებში არის ფასდაუდებელი. დღეს საქართველო არის ტრანზიციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით არის - ღია ეკონომიკური ბაზარი.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო. მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ პანელებში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელებზე დისკუსია წარიმართა თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო-ევროკავშირის ბაზარზე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

ღონისძიების მიზანი, ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა იყო.

საერთაშორისო პარტრნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

9 აპრილი, 2020 , 16:53

საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებ

დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს

9 აპრილი, 2020 , 15:55

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. როგორც ჭიჭინაძე საკუთარ წერილში აღნიშნავს, ამ დროისთვის ქვეყანაში 5 მნიშნველოვანი პრობ

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`