უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2019 15:11
font-size

ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია - მამუკა ბახტაძე

საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის პოტენციალს.

“ღრმად მწამს, რომ რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა ნამდვილად ძალიან ნათელი იქნება. თუ რუკას შეხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო ბუნებრივადაა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ამიტომ ვახორციელებთ დიდ კაპიტალდაბანდებას ინფრასტრუქტურაში. ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავალიც ევროპულია, თუმცა ამავდროულად საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ამიტომ მივიჩნევთ საკუთარ თავს ხიდად”,- განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს სურვილია, ხელი შეუწყოს ვაჭრობას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის და ამავდროულად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად ორივესთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აკავშირებს.

“მე აქ დიდ სინერგიას ვხედავ. ჩვენ საკუთარ თავს ხიდად მივიჩნევთ, იმ ხიდად, რომელიც ორ უდიდეს ეკონომიკურ პლატფორმას აკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ვართ ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და ახალი ლოგისტიკური მარშრუტებით შევძლებთ იმ ძალიან დიდი ეკონომიკური ღირებულების წარმოჩინებას, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან იზორიამ აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო, 2019 , 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტ

ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 17:27

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიე

ღარიბაშვილი შსს-ში, გახარია პრემიერად

16 აგვისტო, 2019 , 15:22

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს აბრუნებს. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ ორ კვირაში განხორციელდება. ტელეკომპანიის ინფორმაც

უნდა მსოფლიომ გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად - შალვა ნათელაშვილი

15 აგვისტო, 2019 , 17:45

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ შეხვედრაზე მყოფებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო დროს გუგუტი

მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებებს

15 აგვისტო, 2019 , 16:20

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები - მამუკა ბახტაძე

14 აგვისტო, 2019 , 13:30

პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს