უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 ივნისი, 2020 15:00
font-size

ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დავხმარებოდით ბიზნესს, გაგვეუმჯობესებინა ბიზნესგარემო - გიორგი გახარია

ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დავხმარებოდით ბიზნესს, გაგვეუმჯობესებინა ბიზნესგარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და ყურადღება რამდენიმე კონკრეტულ, მნიშვნელოვან მაგალითზე გაამახვილა.

„ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული და არ გადავალ იმ სფეროში, რომელზეც წინა მოსვლის დროს ვისაუბრეთ, ჩამოვთვლი რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომელსაც აქვს როგორც სტრუქტურული ზემოქმედების ძალა ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე, ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ გადახდისუუნარობის კანონის მიღება, რაც ასევე სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში ბიზნესისთვის, ასევე, მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დავიწყეთ პანდემიამდე - ახალი საინვესტიციო პროგრამები, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სახელმწიფოს მხრიდან. მარტივი თემა იყო, ავიღეთ 100, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კერძო ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება დღეს არის 300 მლნ ლარზე მეტი. ეს მიმართულება იყო როგორც კერძო ქონების ნაწილში, ისე სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში, რომელიც აღვწერეთ ქვეყნის მასშტაბით. დღეს მთავრობას აქვს ვალდებულება და 100 საინვესტიციო პროექტი კერძო ქონებისა და სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში მუდმივადაა წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის საიტებზე, ესენია მუდმივმოქმედი აუქციონები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება და ისინი ასრულებენ, რომ მუდმივად, 100-ზე ნაკლები პროექტის საპრივატიზებო საინვესტიციო სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს შეთავაზებული და გამოტანილი ერთდროულად,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.