უკან

საზოგადოება

15 მაისი, 2019 17:05
font-size

ჩვენი მიზანია, 2022 წლისთვის საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყოს 1500-1800 ლარის დიაპაზონში - მამუკა ბახტაძე

ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი მცირეა და ეს სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგების ხელფაშების ზრდა არის იმ ეროვნული იდეის ნაწილი, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა, რათა საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფოდ და დაძლიოს მის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა.

“მე დავპირდი ჩვენს პედაგოგებს, რომ წელსვე დავიწყებდით ხელფასების ზრდას და შემოდგომიდან მასწავლებლების დიდ ნაწილს უკვე ხელფასი გაეზრდება. ამასთანავე, მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა ჩვენს პედაგოგებთან. მათი სურვილი იყო და სამართლიანობის განცდიდან გამომდინარეც ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. კერძოდ, სახელმწიფო მზად არის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც წლების განმავლობაში ზრდიან ჩვენს თაობებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სისტემიდან წასვლას მოისურვებენ, 2 წლის კომპენსაცია გადაუხადოს იმ ძალიან დიდი ღვაწლისთვის, რაც თითოეული მათგანს აქვს ჩვენი განათლების სისტემის წინაშე. ჩვენი ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პედაგოგი საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია, სადაც ღირსეული ანაზღაურება არსებობს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, 2022 წლისთვის, საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარის დიაპაზონში იყოს.

ეკა ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

24 ივლისი, 2019 , 10:05

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. როგორც საქ

ოქუაშვილის თამბაქოს ბიზნესი, ჯოხთაბერიძის „მაგთიკომი“, „საქართველოს ტელეკომი“, რკინიგზა, ბენზინის იმპორტი... იმათთვის ჩვენ უნდა წაგვერთმია და ამათთვის გვეჩუქებინა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:30

ეროსი კიწმარიშვილს მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი, ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ გა

შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:16

მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

24 ივლისი, 2019 , 09:07

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Ana

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24 ივლისი, 2019 , 08:43

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საა

ბედნიერი ვარ იმ სითბოსთვის, რომელიც ხალხმა საქართველოში ჩემს მიმართ გამოხატა - ბრაზილელი რივალდო

23 ივლისი, 2019 , 17:33

ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილელი რივალდო adjarabet.com-ის სახე გახდა. "ძალიან მიხარია რომ საქართველოში მეორედ მომიწია ჩამოსვლა. იმედი მაქვს რომ კიდევ მომიწევს ჩამოსვლა და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი რამ არის სანახავი. ძა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს