უკან

პოლიტიკა

3 მარტი, 2017 11:20
font-size

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს ეფექტური და მდგრადი შეიარაღებული ძალების შექმნაში - გენერალი პეტრ პაველი

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ იმართება, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინიტრ ლევან იზორიას.

ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, ისე როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მზარდი აგრესიის ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარადჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ტრანსფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყებაში მიმდინარე რეფორმა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, თანამედროვე, მდგრად და ნატოსთან თავსებადი ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას თქმით, რეფორმის შედეგად შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა ექნება დაიცვას საკუთარი ტერიტორია და მოსახლეობა გარე აგრესიისგან, ამავე დროს კი, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინისტრმა თავდაცვის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2017-2020 წლების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა და მათ შემუშავებაში საერთაშორისო მხარდაჭერას გაუსვა ხაზი: „ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციასა და ოპტიმიზაციას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქნილობისა და სამანევრო შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს“.

ლევან იზორიამ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრა და ამ პროცესში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. როგორც მან განაცხადა, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდისა და საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების გზაზე - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი გახდა.

ნატოს უმაღლეს სამხედრო პირებთან სიტყვით გამოსვლის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მზაობა წვლილი შეიტანოს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიას შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა და მიესალმა ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან. „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს“.

გენერალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა: „თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც, რომელმაც წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა“.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ სესია დახურულ ფორმაატში გაგრძელდა, სადაც ნატოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენლებმა საქართველოსთან ერთად რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას დაუთმეს.

საკვანძო სიტყვები:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი