უახლესი ამბები
- 16.12.2019 12:50საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა
- 16.12.2019 12:50როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ მოვუაროთ მას?
- 16.12.2019 12:50მეწარმე ქალებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართე
- 16.12.2019 10:3525 დღე № 520 დადგენილების ამოქმედებიდან - ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება
- 16.12.2019 10:35ენთროპიული ვითარებაა ქართულ სახელმწიფოში ანუ რაღაცა დალპა - პაატა ჩხეიძე
- 16.12.2019 10:10თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 16.12.2019 10:10მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა
- 16.12.2019 10:10დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ - თბილისის საკრებულოსთან აქცია დაიგეგმა
- 16.12.2019 10:00დღის კალენდარი - 16 დეკემბერი
- 16.12.2019 10:00ანონსი - 16.12.19
არქივი
პოლიტიკა


ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ერთად, ეს არის გზავნილი საქართველოსთვის არგენტინიდან - ხორხე ფორი
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ერთად, ეს არის გზავნილი საქართველოსთვის არგენტინიდან, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხორხე ფორიმ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას.
„არგენტინასა და საქართველოს შორის კავშირები უნდა განვამტკიცოთ და უფრო ქმედითი გავხადოთ, განსაკუთრებით, ეკონომიკური და კომერციული კუთხით. ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს, თქვენ ღვინის კულტურის რვა ათასიანი ისტორია გაქვთ, შესაბამისად, ღვინის ერთად შესმის გარდა, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ საერთო ფასეულობას კრეატიულ მიმართულებას მივცემთ ღვინის მსოფლიო წარმოების კუთხით. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გვქონდეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის დარგში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხორხე ფორიმ.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მისი თქმით, არგენტინის მხარე აფასებს ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოს ფუნქციონირებას. ფორის განცხადებით, მიმდინარე წელს გაგრძელდება მხარეებს შორის კონსულტაციები და ორმხრივი ურთიერთობების ასი წლის იუბილეც სათანადოდ იქნება აღნიშნული.
არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ხალხთა შორის კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არგენტინაში საქართველო კარგად არის ცნობილი რაგბით, ასევე ფეხბურთით და შესაბამისად, შესაძლებელია ურთიერთობების განვითარება სპორტის მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არგენტინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ის სიტყვით გამოვიდა გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“ და გამართა ორმხრივი შეხვედრები თავის უცხოელ კოლეგებთან.
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05