პოლიტიკა
ჩვენი მიზანია, რომ დავაბალანსოთ პირადი ცხოვრების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ზოგაგად ადამიანის დაცულობის ინტერესები - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მთავარი მიზანია, დააბალანსოს სახელმწიფოს ინტერესები და ადამიანთა პირადი ცხოვრების დაცვის პრინციპი.
„ამ ცვლილებების ერთადერთი არსი არის, რომ შევასრულოთ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არსებული სისტემა ჩათვალა ხარვეზიანად და არაკონსტიტუციურად. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოთხოვნებს, გასაგებია, რომ მოთხოვნები არის მაქსიმალისტური, ზოგჯერ არასწორიც. ჩვენი მიზანია, რომ დავაბალანსოთ პირადი ცხოვრების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ზოგაგად ადამიანის დაცულობის ინტერესები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.
ანა მებურიშვილი