უკან

საზოგადოება

27 ივნისი, 2019 10:50
font-size

ჩვენი მიზანია, საქართველოს ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ - ნათია თურნავა

„ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

„ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვანვითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი