უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
19 ნოემბერი, 2016 11:55
ჩვენი მიზანია საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია კონსტიტუციის დახვეწა.
,,ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი. ეს მიზანი არის საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა. ჩვენ გვჭირდება ისეთი ფორმატი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს ჩვენ ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ეს არის ჩვენი ამოცანა. კიდევ ერთხელ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრება ის ფორმატი, რომლის საფუძველზეც უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია’’, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში.
ნინო ექვთიმიშვილი