უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2021 12:18
font-size

ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში - ევროკომისიის წარმომადგენელი

გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, მისი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება.
„პროექტებიდან პირველი ეხება შავ ზღვას, სადაც განვიხილავთ კავშირების განვითარებას. რაც შეეხება ციფრულ წიგნიერებას, ჩვენ დავეხმარებით 1 000 სასოფლო თემს, მიიღოს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მოჰყვება გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს და ამას აკეთებს ინკლუზიურად, მოქალაქეებს ორიენტირებული გზით. კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა

3 დეკემბერი, 2021 , 13:54

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა. სამოქმედო გეგმა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე წარადგინა. „მიზა

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 , 13:37

თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის

მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 , 13:18

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 27 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლო

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა

3 დეკემბერი, 2021 , 13:08

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს წევრებს სიტყვი

ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი - შალვა პაპუაშვილი

2 დეკემბერი, 2021 , 17:24

ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი, რადგან თუ მათ ჰგონიათ, რომ პარლამენტის შემადგენლობის 3/5 რაღაცის მიღებაში უნდა აიძულონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომი

საქართველომ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადაცსა

2 დეკემბერი, 2021 , 16:47

2021 წლის 2 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა. სუამ-ის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი