უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 მარტი, 2019 00:24
font-size

ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა მგონია პოლიტიკური დღის წესრიგის გადაქცევა ადამიანების პერსონალურ დაპირისპირებად - თამარ ჩუგოშვილი

სჯობს, ყველამ იმას მივხედოთ, რაც ხალხს მართლა აწუხებს, ვიდრე ერთმანეთს ვუფრიალოთ ბინძური საცვლები, - აცხდებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ ყველაფრის ყურებით ძალიან დაიღალა.

„ეს ყველას ეხება. არ მსურს ერთ ან მეორე პირზე ვისაუბრო. ამ პროცესებისგან ძალიან დისტანცირებული ვარ. ამ პროცესებში რაიმე ფორმით აღმოჩენის სურვილიც არ მაქვს, რადგან ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა მგონია პოლიტიკური დღის წესრიგის გადაქცევა ადამიანების პერსონალურ დაპირისპირებად. ეს ჩემი პირადი აზრია. სჯობს, ყველამ იმას მივხედოთ, რაც ხალხს მართლა აწუხებს, ვიდრე ერთმანეთს ვუფრიალოთ ბინძური საცვლები. ამ ყველაფრით პარლამენტის იმიჯი და რეპუტაცია ზიანდება, რადგან სისხლს ვაქცევთ იმაში, რომ აგური აგურზე დავდოთ და პარლამენტი ინსტიტუციად ვაქციოთ. ამაში უამრავი ადამიანის დიდი შრომაა ჩადებული. ადამიანები ეკრანიდან იმ დიდ შრომასა და ენერგიას ვერ ხედავენ, რაც პარლამენტის პარლამენტად გადასაქცევად არის საჭირო.

არ მგონია, რომელიმე მოქალაქეს სურდეს, რასაც ეკრანიდან ხედავენ, ის იყოს მისი სახე და წარმომადგენლობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვლაპარაკობ, მაგრამ ვისაც ქვეყნის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც მეტად გრძნობს პასუხისმგებლობას, ამ პროცესს პირველი შეწყვეტს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან.- სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი, 2019 , 14:52

მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავინ უნდა უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი - ზურაბ აბაშიძე

14 ივნისი, 2019 , 10:14

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო

ქვეყანაში საარჩევნო სისტემა პროპორციული უნდა იყოს, შერეული თუ მაჟორიტარული, ამ კითხვაზე პასუხი კონსტიტუციამ გასცა - თეა წულუკიანი

13 ივნისი, 2019 , 14:15

მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდი და პარლამენტში უმრავლესობა საკუთარი ინიციატივით ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მომავალი წლის არჩევნებამდე ბევრად ადრე უნდა დაიწყოს და დაასრულოს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზებ

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია - არჩილ თალაკვაძე

13 ივნისი, 2019 , 13:38

საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ, მათ თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია, – ამი

ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს - კახა კალაძე კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე

11 ივნისი, 2019 , 19:11

თბილისის მერი კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას, თავად მერს და მის მოადგილეს გაზის ტრანსპორტირების

სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება - გია ხუხაშვილი

10 ივნისი, 2019 , 17:40

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაანონსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტიას განახლების შანსი არ აქვს, რადგან როდესაც საუბარი ცვლილებებზე დაიწყო, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს და მ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!