უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 აპრილი, 2018 12:15
font-size

ჩვენი მთავრობის რეფორმები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის არის მიმართული - დიმიტრი ქუმსიშვილი

დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა იყო ამბიციური.

„ყველა ეს რეფორმა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, რაც რა თქმა უნდა დღეს არსებული მოწყვლადობების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ეს კი, როგორ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის და იგი თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ოქტომბერი, 2018 , 09:00

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა. გაუფასუ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა.  გა

საჯარო კომპანიების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს - ეროვნული ბანკი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და განვითარებაზე ორიენტირე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი

ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება - რომან კაკულია

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:05

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 დოლარის შესაძენად 2.7026 ლარია საჭირო. ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ლარის გაუფასურების სამი მიზეზი დაასახელა. ესენია თურქული ლირის ფაქტორი, საქართველოში

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`