უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივლისი, 2017 17:50
font-size

ჩვენი ოჯახის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე - თუბა ჩაბუქი

„დემირელის“ კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქის განცხადებით, მასსა და მის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან. მისი თქმით, მუქარა განსაკუთრებით გაძლიერდა მედიისა და საზოგადოების მხარდამჭერი აქციების შემდეგ.

„მეუღლის დაკავების შემდეგ ჩემი ოჯახის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარებია. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაინახეს ქართველი ხალხისა და მედიის მხარდაჭერა. ერთ-ერთმა თურქულმა გაზეთმა ჩემი ოჯახი მოღალატედაც გამოაცხადა. მუქარები არის შემდეგი შინაარსის: უნდა გამოიგზავნოს აქ ჯგუფი, ჩემი ადგილი არის საფლავში.

ჩვენი ოჯახის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აქედან გამომდინარე ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას. სხვა ქვეყნებში უკვე დაფიქსირდა გატაცებისა და სხვა ფაქტები. ორი შვილის დედა ვარ, მეუღლე გვერდით არ მყავს და აუცილებლად მჭირდება დახმარება",- განაცხადა თუბა ჩაბუქმა პროკურატურაში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.

ამ დროისთვის თუბა ჩაბუქი თავის ადვოკატთან ერთად სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე მთავარ პროკურატურაში შეხვედრას მართავს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი