უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 თებერვალი, 2018 12:55
font-size

ჩვენი პაკეტიდან მხოლოდ ერთი ინიციატივის განხორციელება ვერ მოიტანს იმ მნიშვნელოვან ეფექტს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირებას 5%-დან 1%-მდე.

ჭიაბერაშვილის თქმით, ეს ინიციატივა შედიოდა იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში 2017 წლის მარტში დაარეგისტრირა. სულ მასში 8 კანონპროექტი იყო წარმოდგენილი.

ჭიაბერაშვილმა კითხვით მიმართა პრემიერს, აისახება თუ არა აღნიშნული ცვლილება დამატებითი ღირებულების გადასახადზე. მან ასევე სთხოვა განმარტება, რატომ არ მიმართა ხელისუფლებამ გადასახადის სრულ გაუქმებას.

„როდესაც დასაბეგრი ზღვარი აიწია 100 000-დან 500 000 ლარამდე მცირე ბიზნესისთვის , შეეხება თუ არა ეს იმ ძალიან მნიშვნელოვან გადასახადს, როგორიცაა დღგ. თუ დღგ-ის ზედა ზღვარი რჩება 100 000 ლარი, ხოლო მის ზემოთ ვისაც აქვს ბრუნვა, ის მაინც გადაიხდის დღგ-ს, ბუნებრივია, ჩვენი კითხვა კვირიკაშვილის მიმართ არის ის , რომ მაშინ რაში მდგომარეობს არსებითი შეღავათი მცირე ბიზნესისთვის.

მეორე, თუკი მთავრობა აღარ ელის მცირე ბიზნესისგან გადახდილი გადასახადებისგან რამე ფისკალურ ეფექტს ბიუჯეტში, ანუ, ყველას კარგად გვესმის, რომ 1%-იანი შენატანი არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი თანხა ბიუჯეტში, რომ მთავრობას საეროდ უღირდეს ამისი ადმინისტრირება. მაშინ ჩვენი ძირითადი კითხვა არის შემდეგი: რატომ არ განულდა საერთოდ ეს გადასახადი, მიგვაჩნია, რომ მთავრობა ამ 1%-იანი გადასახადით უბრალოდ ინარჩუნებს ბიზნესზე ბერკეტს, რომ აიძულოს მცირე ბიზნესი, აწარმოოს ზედმეტი ბუღალტერია, ვიდრე იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, თუკი ამ გადასახადს საერთოდ გაანულებდა.

ესაა ის ძირითადი კითხვები, რაც ევროპულ საქართველოს აქვს კვირიკაშვილის მიმართ და რომლის თაობაზე ვითხოვთ განმარტებას. ზოგადი შეფასების სახით, ასე ფრაგმენტულად, ამოგლეჯილად ჩვენი პაკეტიდან მხოლოდ ერთი ინიციატივის განხორციელება ვერ მოიტანს იმ მნიშვნელოვან ეფექტს ეკონომიკისა და ბიზნესისათვის, რასაც ჩვენი მთლიანი პაკეტი ითვალისწინებს. ესაა არასრულფასოვნად და არასრულად იმის განხორციელება, რაც დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება“, -აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 5-ჯერ შემცირებული ბრუნვის გადასახადის გარდა მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

პრემიერის თქმით, მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს.

ანა მებურიშვილი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვნად ასათვისებლად - მამუკა ბახტაძე

18 ივნისი, 2018 , 16:15

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამ

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია - ცოტნე ყავლაშვილი

16 ივნისი, 2018 , 15:15

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტ

საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები დააწესა

16 ივნისი, 2018 , 14:35

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები შემოიღო. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. როგორც ბ

ძიანგსის პროვინცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხდება - დავით საგანელიძე

16 ივნისი, 2018 , 13:15

საჰაერო მიმოსვლა, ტექსტილის ბიზნესი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ეს არის ერთობლივი პროექტები, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აჭარაში ვიზიტით მყოფ ძიანგსის პროვ

გასულ თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

16 ივნისი, 2018 , 11:25

2018 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველ

ENPARD და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

16 ივნისი, 2018 , 11:25

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე