უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა თამამი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ გვაძლევს - მამუკა მდინარაძე იერუსალიმის სტატუსზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს კონსულტაციები სჭირდება საერთაშორისო პარტნიორებთან.

რაც შეეხება ქართული დელეგაციის მიერ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაზე დაუსწრებლობას, მდინარაძემ განმარტა, რომ ქვეყნის მდგომარეობა არ უშვებს თამამი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

„ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ თამამი გადაწვეტილებები მივიღოთ. მეტი დაფიქრება და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი კონსულტაცია გვჭირდება. ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება საუკეთესო გამოსავალია. ჩვენ საკითხების უმრავლესობას სტრატეგიულ პარტნიორებს ხშირად ვუთანხმებთ“, -აღნიშნა მდინარაძემ.

გუშინ გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლითაც მოითხოვს აშშ-სგან, უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. წინააღმდეგ გამოვიდა 9 ქვეყანა: გვატემალა, ისრაელი, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტოგო, მიკრონეზია, ნაურუ, ჰონდურასი და აშშ. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა კენჭისყრისას. საქართველოს დელეგაცია სხდომას არ დასწრებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს აღიარა. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან „წმინდა ქალაქში“ უნდა გადავიდეს.

ანა მებურიშვილი

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორის

დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

21 სექტემბერი, 2019 , 12:55

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. „ევროპული საქართველოდან“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს