უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 ოქტომბერი, 2018 13:00
font-size

ჩვენი პრობლემა ზოგადად, საზოგადოების, არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება - მამუკა ხაზარაძე ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებას, რომ მის მიერ გადარიცხული 4 მილიონის გატანა საღამოს, არასამუშაო საათებში მოხდა მთელი რიგი პროცედურების დარღვევით.

„ჩვენი ბანკი 10 წელია, მუშაობს 20:00 საათამდე. შეგიძლიათ, დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა რაღაც კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია. თუ თქვენ კომპანიას ხსნით, თუნდაც 20 წუთით ადრე, გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, თანხა გაატანოს. რა შუაშია, რამდენი დღის დაფუძნებულია კომპანია, თუ რეგისტრირებულია და ყველაფერი ბანკში წარმოდგენილი. ეს არის მთელი ამბავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ბანკის მფლობელის განცხადებით, საზოგადოების პრობლემაა ტყუილის ტირაჟირება.

„ჩვენი პრობლემა ზოგადად, საზოგადოების, არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება, მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავის პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე.

ყველაფერი გაკეთდა კანონის შესაბამისად და დანარჩენს ჩვენი იურისტები იტყვიან“, -თქვა ხაზარაძემ.

ოქუაშვილის განცხადებით,მან ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნის შემდეგ 4 მილიონი ოფშორში 1 დღის დაფუძნებული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა. ასეთი თანხის მოკლე ვადებში განაღდებას კი კანონი კრძალავს. ოქუაშვილი იმედოვნებდა, რომ დროს მოიგებდა და ივანიშვილი ფულის გატანას ვერ მოახერხებდა, თუმცა მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს ის, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი ბორჯომიდან ჩამოეყვანათ და თანხა არასამუშაო დროს გაეცათ.

კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს - თეა წულუკიანი

16 აპრილი, 2021 , 11:40

კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურთან დაკავშირებით განაცხადა. &b

ნატო ჩხეიძე: არის! აღსრულდა ბიძინას ნატვრა!

14 აპრილი, 2021 , 13:05

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „სერიიდან: სწავლა სიბერემდეო აუ, რა კარგი რამაა შესწავლა, შემეცნება და ახლის ძიება/გაგება. 31 მარტი, 14 აპრილი უკვე ი

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა

12 აპრილი, 2021 , 17:15

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანჰ

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე

9 აპრილი, 2021 , 14:15

თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი როგორ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს – ამის შესახებ განცხადება, ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირი

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი

8 აპრილი, 2021 , 11:35

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკ

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო

7 აპრილი, 2021 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, რეიტინგის ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია. „სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რ