უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 დეკემბერი, 2017 11:50
font-size

ჩვენი ქვეყანა არის მაგალითი იმისა, თუ რას გეგმავდა რუსეთის ფედერაცია და შემდეგ ახორციელებდა თავის უშუალო სამეზობლოში - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრებზე განიხილება ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე, საქართველოს გზა ნატო-ში გასაწევრიანებლად და ეროვნული უშიშროების სტრატეგიები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.

სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

„სათქმელია ისიც, რომ წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში. ტერორიზმი ნამდვილად გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე. რანაირად უნდა გაძლიერდეს, რანაირად უნდა გახდეს უფრო თავდაცვისუნარიანი ჩვენი ქვეყანა და ყველა ის ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც რუსეთი ახორციელებს ამ პოლიტიკა? მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მსჯელობა და მომავალი მიზნების დაგეგმვა არის უმნიშვნელოვანესი,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არის მაგალითი იმისა, თუ რას გეგმავდა რუსეთის ფედერაცია და შემდეგ ახორციელებდა თავის უშუალო სამეზობლოში. ჰიბრიდული ომი დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღეებში, მაშინ ამას არ ვარქმევდით სახელს, თუმცა შემდეგ ეს რაელობა გახდა. უკრაინა გახდა შემდეგი მაგალითი, თუ რამდენად კარგად შეისწავლა რუსეთმა ჰიბრიდული ომის წარმოება. 2008 წელს უკვე რეგულარული რუსული არმია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ამას ძალიან მძაფრი შეფასებები არ მოყვა და რადგანაც ეს მაშინ არ მოხდა, შემდეგ წარმატებულად განახორციელა რუსეთმა იგივე პროექტი უკრაინასთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ცოდნა, თუ როგორ გავხადოთ უფრო თავდაცვისუნარიანი ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ღონისძიებაში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები მონაწილეობენ, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი და "ფრიდომ ჰაუსის" ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ კრამერი.

ნინო ექვთიმიშვილი

მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს - გიგა ბოკერია

20 თებერვალი, 2019 , 16:32

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილიც გაუფრთხილდება საკუთარ დროს და არ იქნება ნაწყენი, თუ ძალიან ბევრ მადლობას არ მოისმენს, - ამის შესახებ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია - ნატო ჩხეიძე

20 თებერვალი, 2019 , 16:10

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილ

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა - მიხეილ ბატიაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 15:40

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობ

თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე

20 თებერვალი, 2019 , 15:15

დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების პათოსს არ იზიარებს. „თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს, ამის შედეგი იქნება, რომ ეს პროცესი ასე გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გ

ბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა - `რუსთავი 2`

20 თებერვალი, 2019 , 15:15

"კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოლაპარაკება, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

20 თებერვალი, 2019 , 13:50

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციისა და მისი გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვ