უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2017 14:10
font-size

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა - დიმიტრი ქუმსიშვილი

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული შეხვედრების შემდეგ.

მისი თქმით, კონგრესმენებთან შეხვედრისას, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში.

„ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ ვითარებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, შესაბამისად, ყურადღება გამახვილდა იმ მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელიც გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ქართულ დელეგაციასთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„გვქონდა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, ასევე, იმ შეხვედრების შესახებ, რომელსაც მინისტრი ქუმსიშვილი გამართავს ვაშინგტონში, როგორც ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე საქართველოს მეგობარ კონგრესმენებთან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან. ვფიქრობ, რომ საქართველოს ბევრი აქვს სასაუბრო, განსაკუთრებით, ეკონომიკის მიმართულებით. რა თქმა უნდა, არის სირთულეები თუმცა ქვეყანა უკეთესობისკენ ვითარდება. ეკონომიკური ზრდის ტემპი ჯანსაღია, კორუფციის ინდექსი საკმაოდ დაბალია. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ამერიკელი ხალხი აფასებს საქართველოს პროგრესს და ველით უფრო მეტ განვითარებას,“ - აღნიშნა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

არაა გამორიცხული, ვეტოს შემთხვევაში პრეზიდენტის შენიშვნები გავითვალისწინოთ „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე - თამარ ჩუგოშვილი

18 დეკემბერი, 2017 , 11:45

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტმა მისი მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს. „პრეზ

„მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტი დღეს შეხვედრას გამართავს

18 დეკემბერი, 2017 , 11:15

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე სალაპარაკოდ. პრეზიდენტის საპარლამენტ

მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება

18 დეკემბერი, 2017 , 11:15

მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სავარაუდოდ, დღესვე მოხდება საკითხების ბიუროს სხდომაზე გატანა. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ოფიციალურად პრეზიდენტი, გიორ

უმრავლესობაში ფრაქციები იქმნებიან მხოლოდ და მხოლოდ განაწყენება-გაბუტულობის ნიშნით - რომან გოცირიძე

16 დეკემბერი, 2017 , 15:49

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქციებად იყოფა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ პირადი წყენების გამო. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახალი ფრაქციებ

ფრაქციის შექმნას არ ვაპირებ, ესაა მტკნარი სიცრუე - ბექა ნაცვლიშვილი

16 დეკემბერი, 2017 , 14:15

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ის ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს. დეპუტატის შეფასებით, ესაა ტყუილი და ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს. „რაც შეეხება ჩემ მიერ ფრაქციის

„მაუწყებლის კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტი ორშაბათს შეხვედრას გამართავს

16 დეკემბერი, 2017 , 13:55

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ამ საკითხით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება. პრეზიდენტის

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე