უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 ივნისი, 2022 14:48
font-size

ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება და პროცესი წარიმართა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.

„პირველი საკითხი, ეს არის „ბორჯომის“ ქარხნის საკითხი და ამ ქარხნის ბედი. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე საზოგადოებს ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის რომ იტყვიან, თანამფლობელი. და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების ასე ვთქვათ წარმატებით დასასრულებლად, ასე რომ ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა, „ბორჯომის“ თანამშრომლების იმ ნაწილთან დაკავშრებით, რომლებიც თვლიან, რომ მათ კომპანია უსამართლოდ მოექცათ, აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ჩაგვრის განცდა.

„ვიცი, რომ იქ რამდენიმე ათეული თანამშრომელი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია, 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა, მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ბატონ ზურა აზარაშვილს დავავალე და ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. მას შემდეგ რაც სახელმწიფო გახდება თანამფლობელი ამ ჩვენი საწარმოსი, „ბორჯომის“, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და მინდა, ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არც ერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“, ჩვენი მართლაც ეროვნული სიმდიდრის. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ზურა აზარაშვილი და ლევან დავითაშვილი ჩაერთვებიან ამ პროცესში და ჯობია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის რომ იქ ვინმე იჩაგრება,“- განაცხადა პრემიერმა.

იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში - პრემიერი

5 ივნისი, 2023 , 14:50

ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5 % ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვ

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 მაისი, 2023 , 12:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენ

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 მაისი, 2023 , 12:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენ

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

15 მაისი, 2023 , 12:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 491.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მ

სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

11 მაისი, 2023 , 15:04

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა. ამის შესახებ საერთაშოროსო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფი

2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 % შეადგინა - „საქსტატი“

28 აპრილი, 2023 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი