უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 14:15
font-size

ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

,,ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ, მათი ბავშვობა იყოს უღრუბლო და უფრო მეტი სიხარულით აღსავსე.

ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის.

სასიხარულოა, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და 15 ათასს მიაღწია.

ჩვენ ასევე განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეობებში მაქსიმალურად ბევრი ბავშვი იყოს ჩართული. ამისთვის გავაკეთეთ არდადეგების მცოცავი გრაფიკი, ასევე, სახელმწიფო აფინანსებს და სუბსიდირებას უკეთებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში. ზაფხულისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ბანაკებთან დაკავშირებით. ბანაკების აქტივობებში მონაწილე ბავშვების რაოდენობა ძალიან გაიზრდება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსიც მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ასევე გაგრძელდება სოფლად მცირე სკოლების მხარდაჭერის პროგრამა და რეგიონებში, სკოლებთან დაშორებული სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირება’’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი