უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 ოქტომბერი, 2017 15:40
font-size

ჩვენი თანამებრძოლების დაკავება ჩვენი დაშინების მცდელობაა - ზაალ უდუმაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლო, „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადმინისტრაციულ სასჯელზე მსჯელობს.

სასამართლოსთან პარტიის წევრები და თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი არიან შეკრებილი.

უდუმაშვილის შეფასებით, გუშინ სამართალდამცველების მხრიდან იყო დარღვევა, რისი მოწმეც თავად არის.

მისივე თქმით, ის რაც ხდება საქალაქო სასამართლოში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშინების მცდელობა.

„სამართალდამცველების მხრიდან რომ იყო დარღვევა ამის მომსწრე მე ვარ, იქ ვიყავი და ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი. ან როგორ იტაცებდნენ, ან როგორ იპარავდნენ, როგორ აგდებდნენ მანქანაში. ორი ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო იზოლატორიდან საავადმყოფოში, იმდენად ცუდად გახდნენ. ეს კიდევ ცალკე მოკვლევის თემა უნდა გახდეს, თუ რა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ისინი გადაყავდათ იზოლატორში. მათ მიიღეს ძალიან სერიოზული ფიზიკური დაზიანებები და დღეს ეს სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში ახსენა.

ეს არის ე.წ დაშინების მცდელობა, ჩემი თანამებროძელების დაკევებით, რომ დაგვაშინონ. თუმცა მე შემიძლია პირდაპირ ვუთხრა ხელისუფლებას,რომ ამით კი არ გვაშინებთ, არამედ გვაძლიერებთ, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენს დაკავებულზე ათჯერ მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში მათ დასაცავად და თბილისელების უფლებების დასაცავად, რასაც ემსახურებოდა გუშინდელი ჩვენი აქცია“,-განმარტა უდუმაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის

ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ, ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება - გიორგი გახარია

15 თებერვალი, 2019 , 12:29

„თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას - მამუკა ხაზარაძე

15 თებერვალი, 2019 , 10:10

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება მამუკა ხაზარაძე და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: "მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარე