უახლესი ამბები
- 23.01.2021 11:41ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა
- 23.01.2021 11:37პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 23.01.2021 11:32თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
- 23.01.2021 10:50გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
- 23.01.2021 10:50მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
- 23.01.2021 10:00ანონსი - 23.01.21
- 23.01.2021 10:00დღის კალენდარი _ 23 იანვარი
არქივი
საზოგადოება


ჩვენი თაობის გამოსასწორებელია ჩვენივე დაშვებული შეცდომები! - ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა, რომლის სედეგად 2 მოზარდი დაიღუპა.
„ჩემი სკოლა #51!
ჩემი ვერა...
რამდენჯერ უჩხუბიათ ჩვენს ბიჭებს სკოლის წინ... გოგონები პირველი სართულის ფანჯრებიდან ვხტებოდით, რომ გაგვეშველებინა დაპირისპირებული, გაშლეგებული ყმაწვილები.
- თხებო, საიდან ხტებით?- გვიყვიროდნენ მასწავლებლები, მაგრამ მიზანი ამართლებდა სკოლაში დასატუქსად გამოძახებული მშობლების პერსპექტივას.
მერე დანებს ვინახავდით მოსული უბნის ინსპექტორისგან და ვიცოდით, რომ საღამოს ეს ჩხუბი ვერის ბაღში გადაინაცვლებდა... მერე ჩუმად, ვითომც არაფერი, კიროვის ბაღში ვიკრიბებოდით და თვალყურს ვადევნებდით, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები გვიყვიროდნენ:
- აქ გოგოების ადგილი არ არისო...
და მაინც რიდი სძლევდათ.
თუ ვხვდებოდით, რომ სიტუაცია უკონტროლოა, მშობლებს ვეუბნებოდით....
და მაინც, ქუჩამ წაგვართვა ბიჭები...მერე ომები..
ახლა მივიხედ-მოვიხედეთ და სადღა ვართ????
მხოლოდ სასაფლაოს ჯვრები, მეტადონის პროგრამაში ზომბები და ერთი-ორი თავის თავში ახლართული მამრი....
....მერე იტყვიან, სად არის ვერა-ვაკე-საბურთალოო???
-სად არის და მიწისქვეშ!
და მათი ადგილი ღიპიანმა, მელოტმა, თეძოგამოგდებულმა მედროვეებმა დაიჭირეს, რომლებიც, სანამ ჩვენს ბიჭებს ვასაფლავებდით,დუბაიში ვაჭრობდნენ და თბილისს ეპარებოდნენ...
ჩვენი თაობის გამოსასწორებელია ჩვენივე დაშვებული შეცდომები!
მხოლოდ საყოველთაო შერიგება გადაარჩენს საქართველოს!
მორატორიუმი და შერიგება!
ჩვენი შვილების გულისთვის, ყველამ გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან და გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი!
მოვუხადოთ ბოდიში ერთმანეთს, რომ ქვეყანა გადაგვარების გზაზე დავაყენეთ!
მორატორიუმი სიძულვილის ნთხევაზე,
დაპირისპირებაზე მედიაში,
ლანძღვა-გინებაზე....
ჩვენ შვილებს ვკარგავთ და ამას ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც უყურებენ!!!
მათაც უჩნდებათ შეკითხვა:
-ერთმანეთს არ ინდობენ და ჩვენ რას გვიზამენ?
არადა რუსეთთან საბოლოოდ გაუმძაფრდათ მდგომარეობა...
გამოვასწოროთ ჩვენი თაობის შეცდომები და დავიწყოთ შენება, თორემ გადავშენდებით!
p.s. ჩემით დავიწყებ და მოგიტევებთ, რამდენ ტალახსაც მესვრით ზიგიერთები... და ბედი თქვენი, ეს მორატორიუმი დიდხანს გაგრძელდეს!“, - დაწერა მოროშკინამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
23 იანვარი, 2021 , 11:20

საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 პაციენტი
23 იანვარი, 2021 , 11:15

“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ
22 იანვარი, 2021 , 22:27

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
22 იანვარი, 2021 , 20:43

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
22 იანვარი, 2021 , 17:41

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
22 იანვარი, 2021 , 17:20