უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მარტი, 2023 15:21
font-size

ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი - კახა კალაძე

ევროინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა, ევროპაში ამაყად ვიყოთ.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, სუვერენიტეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ხდება მოწოდებები, თუნდაც სანქციებთან მიერთებაზე, თუნდაც ომში ჩართვაზე. მოიძიეთ, უამრავი განცხადებებია, დღესაც გრძელდება ეს განცხადებები და შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ აკეთებს ამ განცხადებებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. ევროინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი. დარწმუნებული ვარ, მე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას გვინდა, ამაყად ვიყოთ ევროპაში. ასე რომ, ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ყველაფერს არ აქვს ალტერნატივა. უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის საპირწონედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სახელდება.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა და პარალელურად გვეუბნებიან, რომ ამის საპირწონედ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია, იკვებოს და არანაირი პრობლემა არ ექნება. მე და თქვენ რომ არ მივიღოთ შესაბამისი კალორიები და საკვები, ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვიქნებით, დავსუსტდებით. ამიტომ ჭამოს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ მივყვებით ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. დიდი ნაწილი შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში. მე თავიდანვე არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისინი ჩაერთვებოდნენ ამ ყველაფერში. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი და ვაკეთებთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ქვეყანას აქამდე უნდა მიეღო ეს სტატუსი, რადგან ერთადერთი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ამას იმსახურებდა რეალურად გაკეთებული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით, იყო საქართველო. დათქმები აქვს იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველო იყო მოწინავე ყველა მიმართულებით. ვინმე თუ იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა კალაძემ.

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

22 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი