უკან

პოლიტიკა

14 ივნისი, 2017 18:30
font-size

ჩვენმა კლიპმა პოლიციაში ვიღაცები გააღიზიანა - გიორგი ქებურია

ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია „აჭარანეთიდან“, რომ მათმა კლიპმა „tsl შავი ზედა“ პოლიციაში ვიღაცები გააღიზიანა.

„ინფორმაცია მაქვს, რომ დარეკეს „აჭარანეთში“ და გამოხატეს გაღიზიანება. კლიპში გერბი დაფარა „აჭარანეთმა“, პოლიციელი - მე და მგალობლიშვილმა დავფარეთ, არ გვინდოდა სიტუაციის გამწვავება, რადგან ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვია, მაქსიმალურად დავიზღვიეთ თავი“, - განაცხადა ქებურიამ.

ქებურიამ დაკავების დეტალებზეც ისაუბრა. რეპერის თქმით, მისთვის ნარკოტიკი არ ჩაუდიათ, მაგრამ საქმე ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით მაინც გააფორმეს.

ქებურიამ არ გამორიცხა, რომ ზეწოლა იყო განხორციელებული მსახიობ გიორგი გაგუაზე, რომელმაც კლიპში პოლიციელი ითამაშა.

„ნარკოტიკი ჩემთვის ფიზიკურად არ ჩაუდიათ, საქმის საბუთების შევსებისას გაფორმდა ასე, მგალობლიშვილს კი ფიზიკურად ჩაუდეს. როგორც მახსოვს, საქმეში ფიგურირებს შვიდი პოლიციელი, მაგრამ ამ საქმის უკან ვინ დგას და რამდენი ადამიანია, არ ვიცი. ამოცნობას რაც შეეხება, ცოტა გამიჭირდება, რადგან სათვალე ჩამომართვეს და მხედველობის პრობლემა მაქვს, მაგრამ აუცილებლად ამოვიცნობ ამ ადამიანებს. რაც შეეხება მსახიობ გიორგი გაგუას მიმართვას ბოდიშთან დაკავშირებით, მივხვდი, რომ მასზეც არანაკლები ზეწოლა იყო განხორციელებული“,- განაცხადა ქებურიამ.

ქებურიას თქმით, პოლიციელების ამოცნობაზე მას არავინ დაკავშირებია, მიუხედავად იმისა, რომ მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია იმ სამართალდამცავების შესახებ, ვინც რეპერების საქმეში მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება რეპერ „მასტერის“ დაკითხვას, ქებურიამ განაცხადა, რომ „მასტერსა“ და კიდევ რამდენიმე მეგობარს უამბო, რომ კლიპმა პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია.

ანა მებურიშვილი

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი