უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 აგვისტო, 2020 16:20
font-size

ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას უპასუხა- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა "ნაძირლების ქმედებებს უპასუხა".

როგორც მედვედევმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, 2008 წელს მას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რათა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობა დაეცვა.

"დღეს 12 წელი შესრულდა, მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ, ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება გასცეს. ასევე ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მშვიდობის მყოფელებს, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფდნენ და იცავდნენ ქართული სოფლების მოსახლეობასაც.

საკითხი შეეხებოდა ომის წამოწყებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მივიღე რთული, თუმცა ერთადერთი მთავარი გადაწყვეტილება - დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თავდაპირველად დამეცვა ისინი აგრესიისგან, ხოლო შემდგომში, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა, რაც რუსეთისთვის, მიუღებელი იქნებოდა. რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. ამასთან, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს თავის მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს" , - წერს დიმიტრი მედვედევი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

FAO-ს გენერალური დირექტორი კორონავირუსის შედეგების დაძლევის გეგმასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ რეაგირებისა და გაჯანსაღების სრულყოფილი პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანია კორონავირუსის შედეგების დაძლევა მასშტაბური და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამის შე

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა, ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ - სერგეი ლავროვი

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო-რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი აღდგება, რადგან ხედავს იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია RTVI-სთან

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა

18 სექტემბერი, 2020 , 12:25

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. პანდემიის პერიოდში გლობალური მასშტაბით ვირუსით გამოწვეულ დაავადება „კოვიდ-19&ldquo

რუსეთი: კორონავირუსის 5 670 ახალი შემთხვევა, 132 გარდაცვლილი პაციენტი

16 სექტემბერი, 2020 , 12:15

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 670 ადამიანი დაინფიცირდა, 132 პაციენტი კი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 79 ათასზე მეტი შემთხვევაა დად

აზერბაიჯანი: კორონავირუსული ინფექციის 114 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი პაციენტი

16 სექტემბერი, 2020 , 11:40

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 38 517 ადამიანს დაუდასტურდა,

სომხეთი: კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი პაციენტი

16 სექტემბერი, 2020 , 11:40

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 376- მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპუ