უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2016 11:40
font-size

ჩვენმა ბიჭებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს - სოზარ სუბარი

25 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები დაბრუნდნენ.

ოლიმპიელებს აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს სპორტის განვითარება სწორ გზაზე დგას და მომავალში ქართველი სპორტსმენების მიღწევები კიდევ უფრო გაიზრდება.

"ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ბიჭებმა და ეს მართლაც თავდაუზოგავი შრომის, ვარჯიშის შედეგი იყო. არც ერთი მათგანი თავისთვის არ იბრძოდა. იბრძოდნენ იმისთვის, რომ მათ უკან ქვეყანა იდგა. ჩვენ ძალიან დიდი ოლიმპიური ტრადიციების ქვეყანა ვართ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც.

დარწმუნებული ვარ, იმდენად სწორ გზაზე დგას დღეს სპორტის განვითარება, რომ მომავალში ეს მიღწევები კიდევ უფრო გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებს გავუსწარით და მათზე მეტი მედალი გვაქვს, რაღაცნაირად გულდაწყვეტილებიც ვართ იმიტომ, რომ უფრო მეტის იმედი გვქონდა და უფრო მეტი შესაძლებლობა. წარმატება არის უდიდესი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ბიჭები კიდევ უფრო ბევრს მიაღწევენ",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი