უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 მაისი, 2018 09:00
font-size

ჩვენს დროში ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ, ალბათ, ინკვიზიცია ასე იწყებოდა - დავით მაღრაძე ბესელია-გოგიჩაიშვილის ინიციატივაზე

„ალბათ, ინკვიზიციაც ასე იწყებოდა“, - ასე გამოეხმაურა პოეტი დავით მაღრაძე საპრლამენტო უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, სასამართლოს, შესაძლოა, გარკვეული შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლება მიენიჭოს.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მაღრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის ამოქმედებით წარმოუდგენელი საფრთხეები გაჩნდება.

„კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ, წინასწარ შემიძლია ვთქვა- მხატვრულ ნაწარმოებს, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, არ სჭირდება აკრძალვა. ნაწარმოებში იქნება, თუ ცხოვრებაში, თუ ვინმე მეორე ადამიანს შეურაცხყოფს, დაჩაგრავს და ა.შ, არსებობს სხვა კოდექსები და მუხლები, რითაც შეიძლება გაასამართლონ დამნაშავე. არავის არ სჭირდება, ლექსებსა და სიმღერებს ცალკე მუხლები მივუყენოთ. დამნაშავე ნაწარმოებების ძებნა ვის რას არგებს, ან საერთოდ, განა შეიძლება დამნაშავე იყოს პოემა, ნახატი თუ მოთხრობა?! დაანებონ ნაწარმოებების დასჯაზე ფიქრს თავი. ჩვენს სასამართლოს გაცილებით ბევრი პრობლემა და საქმე აქვს, ვიდრე ლექსებსა და ნახატებზე ფიქრი... თუ რაღაც მიუღებელია და არ ვარგა, საზოგადოება იტყვის მასზე უარს, არ წაიკითხავს, არ ნახავს და მორჩება საქმე... წინააღმდეგი ვარ ასეთი კანონპროექტების შემოთავაზებისაც კი. აბსოლუტურად რომ ვერ წარმოვიდგენთ, შეიძლება ისეთი საფრთხეები გააჩინოს.

ჩვენს დროში ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ ინკვიზიცია ასე იწყებოდა, ალბათ. შორს რომ არ წავიდეთ, კომუნისტური გამოცდილება გავიხსენოთ, შემოქმედებისთვის გასამართლებული და დახვრეტილი მწერლები, მხატვრები, რეჟისორები და ა.შ.. მოკლედ, ისე არ ვქნათ, რომ ქვეყანაში „სიკვდილმისჯილი“ ლექსები მივიღოთ“, - თქვა მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

უკრაინაში გუშინ დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი - ნიკა მელია

22 აპრილი, 2019 , 12:36

უკრაინაში გუშინდელი არჩევნები იყო საარჩევნო უბნებთან რევოლუცია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იგივე მოხდება საქართველოშიც, უკრაინაში გუშინ საარჩევნო ურნებთან რევოლუცია მოხდა. დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო

ცუდი და აგრესიული არის გახარია და ზომაზე მეტად აძლევს თავს უფლებას - დავით ბერძენიშვილი

22 აპრილი, 2019 , 12:25

“რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა უგნური გადაწყვეტილება იყო და ამ გადაწყვეტილების მიმღები ხალხის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. „პასუხი

15 წლის მოზარდმა შიმშილს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა (ვიდეო)

20 აპრილი, 2019 , 11:42

ბავშვი, რომელმაც გაჭირვებას ვერ გაუძლო - შიმშილმა 15 წლის შალვა თვითმკლელობამდე მიიყვანა. არასრულწლოვნის შემზარავი ისტორია საქართველოდან. „შაბათის კურიერში“ დღეს ვიხილავთ ისტორიას მოზარდზე, რომელსაც შიოდა, მა

„კობახიძე, ყველა უბედურებასთან ერთად, განსაკუთრებული ბრიყვია“

20 აპრილი, 2019 , 10:20

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება. „კობახიძე, ყველა უბედურებასთან ერთად, განსაკუთრებული ბრიყვია. გუშინდელი განც

ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა, სადაც საქარველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს შეეძლება მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა, - ამის შესახებ საქართვე

დარეჯან დედოფლის სასახლე მაინც დავუთმოთ პრემიერს - ნატო ჩხეიძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

პრეზიდენტის ორი სასახლის ორმაგ ხარჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განმარტებებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: ის, რაც ჯერ არ ხდება   პრეზიდენტი- ორბელი

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019