უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2017 15:00
font-size

ჩვენს კანდიდატებს ემუქრებიან, აშინებენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ - კახა კუკავა

„დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კუკავას ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მმართველი პარტია და „მასთან შეზრდილი უსაფრთხოების სამსახურები“ პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ემუქრებიან, აშინებენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ.

„მმართველი პარტია და მასთან შეზრდილი უსაფრთხოების სამსახურები ჩვენს კანდიდატებს ემუქრებიან, აშინებენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ“,- აცხადებს კუკავა.

მისივე თქმით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის-ტარიელ თუთარაშვილისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ზეწოლის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს შორაპნის მაჟორიტარმა გოჩა ლაღუნდარიძემ და მეორე სვირის მაჟორიტარმა რომან ჯუღელმა.

„ასევე აიძულებენ ქალაქ ზესტაფონის მაჟორიტარს დავით გამცემლიძეს და ბლოკის სხვა კანდიდატებს, რომ მოხსნან კანდიდატურები საარჩევნო რეგისტრაციიდან. ანალოგიური ვითარებაა რაჭა-ლეჩხუმში, სადაც უსაფრთხოების ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჯმუხაძე, გუბერნატორი არჩილ ჯაფარაძე და გოჩა ენუქიძე აიძულებენ ბლოკის კანდიდატებს, რომ მოიხსნან რეგისტრაციიდან. ასეთივე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ კაბალის მაჟორიტარს- შაჰინ მირზაევს აიძულებენ კანდიდატურის მოხსნას“,-განაცხადა კუკავა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გამოიკვლიონ ზეწოლის ყოველი ფაქტი და მისცენ სამართლებრივი შეფასება საქართველოში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი