უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ოქტომბერი, 2018 14:50
font-size

ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება - რომან კაკულია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება, რაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გაცვლითი კურსში გამოხატული, ეს გახლავთ, ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის მყისიერი ცვლილება შეუძლებელია და ამიტომ ის მოწყვლადია.

ჩვენს ლარს სჭირს ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, რომელსაც ემატება შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საგარეო ფაქტორები. აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს უკვე ამ ყველაფრის გამო ჩამოყალიბებული მოლოდინი და ნაკლები ნდობა ლარის მიმართ. ამ ყველაფერს სჭირდება გრძელვადიანი მკურნალობა“, - განაცხადა კაკულიამ.

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 დოლარის შესაძენად 2.7026 ლარია საჭირო, კომერციულ ბანკებში კი - 2.74 ლარი.

ბლუმბერგის მონაცემებით, ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება.

სებ-ი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლია

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-

2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, ხოლო რუსი ვიზიტორების რაოდენობა 20.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

14 ნოემბერი, 2018 , 12:40

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.2 მილიონი შემოსვლა, რაც 8.6 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასი ადამიანით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბის დასაძლევად - ფინანსთა მინისტრი

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყოველწლიურად ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 40 000 ადამიანით იზრდება, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად. ამის შესახებ მინი

ცვლილებები ვალუტის კურსთან დაკავშირებით მოლოდინებთან არის დაკავშირებული - კახა კიკნაველიძე

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობა მოლოდინებს უკავშირდება. გარდა ამისა კიკნაველიძემ ბოლო დღეებში ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა. მი

კომერციულ ბანკებს სურთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდეს

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

კომერციული ბანკები იმედოვნებენ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. „თიბისი