უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2017 15:20
font-size

ჩვენს ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან - თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, 6-8 თებერვალს ვაშინგტონში, გამართული სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების შემდგომ მოკლე პერიოდში საქართველოს დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს შეერთებულ შტატების დაინტერესებას საქართველოს მიმართ

„როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და ასევე, კონგრესის არჩევნების შემდგომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები გამართოს ახალ ადმინისტრაციასთან და ამ პირობებში საქართველოს მიეცა შესაძლებლობა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გაიმართებოდა ამ რანგის შეხვედრები, რაც თავისთავად აღნიშნავს იმას, რომ ამერიკის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ახალი ადმინისტრაციის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი. ამ ფაქტს თავისთავად აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ სამი დღის განმავლობაში ოცდაათამდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კონგრესმენეთან, სენატორებთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკსთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) ხელმძღვანელებთან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„რამდენიმე დღის წინ დასრულდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებელობა გვქონდა გაგვემართა ოცდაათზე მეტი შეხვედრა, აქედან უმრავლესობა კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათ შორის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელებთან.

თავისთავად ის ფაქტი, რომ სამი დღის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებით ოცდაათ წარმომადგენელს შევხვედროდით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღის დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა, ტილერსონმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატები წარმოადგენს ჩვენ მთავარ მეგობარს, მთავარ პარტნიორს და დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენი მომავალი წლების განმავლობაში ამ ადმინისტრაციასთან გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები დავამყაროთ და საქართველოს მომავალ განვითარებაში შეერთებულ შტატებს ექნება კიდე უფრო დიდი როლი და დიდი წვლილი ვიდრე აქამდე ყოფილა“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შეფასებები და გზავნილები, რომელიც შეხვედრების ფარგლებში გახმოვანდა არის იმის დასტური, რომ „ჩვენს ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან“.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორის

დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

21 სექტემბერი, 2019 , 12:55

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. „ევროპული საქართველოდან“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს